X-XII

X – XII კლასებში მოსწავლეთა გადმოყვანა შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, გარდა მეთორმეტე კლასის ბოლო სემესტრისა.

ახალი მოსწავლის მიღება ხდება 8 ძირითად საგანში გასაუბრების ან ტესტირების და სკოლის დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე.

მოსწავლე მიიღება თუ:

მინიმუმ 6 საგანში ცოდნის დონე ფასდება დამაკმაყოფილებლად ან უფრო უკეთესად სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური ბარიერიდან გამომდინარე 5.5 (ბაქსვუდის სკოლის შეფასების სკალაზე 6-ზე მაღალი ქულით); არც ერთ საგანში მოსწავლის დონე არ ფასდება 0-ით; ქართულ ენაში, ინგლისურსა და მათემატიკაში მოსწავლის ცოდნა ფასდება მინიმუმ 6-იანით; მოსწავლე ავლენს შესაბამის ინტერესსა და პოტენციალს ბაქსვუდში სწავლის გასაგრძელებლად. პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხდება ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნის საბუთის გაგზავნა იმ სკოლაში, საიდანაც ხდება მოსწავლის მობილობა.