• 19/11/2018

1918 წ. 26 მაისი.

ქალაქში სიჩუმე იდგა

მხოლოდ მეფისნაცვლის სასახლიდან გამოდიოდა ხმა…

  • 9 აპრილი

ერთი ქალაქის ამბავი

1918 წ. 26 მაისი.

ქალაქში სიჩუმე იდგა

მხოლოდ მეფისნაცვლის სასახლიდან გამოდიოდა ხმა.

ქალაქი აფორიაქდა.

ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა და სხვებმა საბოლოო სვლა გააკეთეს და გამრჯვებულებმა შესძახეს:-,,შამათი!“

საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა!

დასრულდა მონობა! გზა მიეცა თავისუფლებას!

თუმცა, ფუი, ამ თავისუფლებას!

საწყალმა საქართველომ დამოუკიდებლობა 3 წელი ძლივს შეინარჩუნა.

1921 წ. 25 თებერვალი…

დილა მშვიდად თენდება.

ქალაქი მშვიდად არის, რადგან შფოთვის მიზეზი არ აქვს. სიმშვიდეს შეჩვეული ქართველები საფრთხეს ვერ გრძნობენ.

შუადღე დადგა.

ჰაერში დაბალი ტენიანობა იგრძნობოდა, შესაბამისად ციოდა. ზუსტად ამ მომენტში დაიძრა წითელი არმია, და როგორც სისხლი, ისე მოედო საწყალ თეთრ წერტილს. საქართველოს თავზე უბედურება დაატყდა…

ახლაღა მიხვდა საქართველო იმას, რომ მის კართან კართაგენი იდგა. ახლაღა ამოიღეს მათაც ფარ-ხმალი, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.

აღარ იყო საშველი…

უეცრად საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმოდა. აღარავინ იცოდა ქალაქის ბედი.

ღამე ცხრა მთას იქით ერთი შეგირდი გიჟივით შევარდა იოსების ოთახში და დეპეშა გაუწოდა. ხელაკანკალებულმა იოსებმა დეპეშა შეგირდს ძლივს გამოართვა. შეგირდმა მას თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. იოსები ოთახში მარტო დარჩა, არ ჩქარობდა… დეპეშა იმ წამსვე არ გაუხსნია, შეყოვნდა და შემდეგ აუჩქარებლად გახსნა. იქ ერთი წინადადება ეწერა, მაგრამ ამ წინადადებამ იოსებს ათასი ემოცია გაუღვიძა, მან ხმამაღლა გაიცინა, და დეპეშა სიცილით დახია. შემდეგ გამარჯვებული იერით დატოვა ოთახი. დეპეშის ნაწილებიდან მაინც იკითხებოდა იოსების სიხარულის მიზეზი: ,,თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!“